|
2018-03-06 12:29:12, 1416 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე კონსულტაციები გაიმართა, სავარაუდოდ მოვახერხებთ საერთო დოკუმენტზე შეჯერებას
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განმარტებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობის რეზოლუციის ფარგლებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნება და დამნაშავეებზე სანქციები გავრცელდება, "ევროპული საქართველო მზადაა" ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს. „ჩვენი ამოცანაა რომ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი, სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება. ამისთვის ჩვენ მზად ვართ ყველა ნაბიჯის გადასადგმელად. ჩვენ გვქონდა პირველი რაუნდი კონსულტაციის უმრავლესობასთან და ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან განწყობაც შესაბამისია და სავარაუდოდ მოვახერხებთ ერთიან დოკუმენტზე შეჯერებას . ეს კონსულტაციები გაგრძელდება დღესაც და მომავალი დღეების განმავლობაში. ამ კონსულტაციაზე ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთანაც, ვინაიდან ეს შემთხვევა, ტატუნაშვილის მკვლელობა და ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები არ გახლავთ პარტიული თემა. ეს არის ის თემა, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ უნდა გასცეს ღირსეული პასუხი.“, - განაცხადა ჟურნალისტებთან დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, "ევროპულმა საქართველომ" ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნაზე, "ქართული ოცნების" უმრავლესობასთან კონსულტაციების პირველი ეტაპი გამართა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარლამენტში ორი რეზოლუციაა დარეგისტრირებული. ერთის ავტორი "ევროპული საქართველოა" და ის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას, ამ სიაში კი იმ ბრალდებულების შეყვანას ითვალისწინებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში. "ევროპული საქართველოს" ინიციატივით ამ ადამიანებს საერთაშორისო სანქციები უნდა შეეხოთ. პარლამენტში დარეგისტრირებულია ხელისუფლების რეზოლუციის პროექტიც, რომელიც ჯერჯერობით არ ითვალისწინებს კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენასა და მათზე სანქციების გავრცელებას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)