|
2018-03-05 13:57:22, 2045 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: ნატო-ში საქართველოსთვის ადგილი არ არის - ეს მაშინ გვჭირდებოდა, როცა რუსეთი სუსტი იყო
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ნატო საქართველოს იქამდე არ მიიღებს, სანამ ქვეყანას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პრობლემები გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ნატო-ს წევრობაზე საუბარი მავნებელია, რადგან „ალიანსში გაწევრიანება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას ნიშნავს“. "ნატო-ში საქართველოსთვის ადგილი არ არის. ნატო არასდროს არ მიიღებს ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიაზე ორი მოუგვარებელი კონფლიქტი გააჩნია და ამას ყველა ძალიან კარგად ხვდება. რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, ამ ეტაპზე საქართველოს ეს არ სჭირდება, თუმცა როდესაც რუსეთი იყო უფრო სუსტი - მაშინ გვჭირდებოდა. საქართველოსთვის მავნებელია ნატო-ს წევრობაზე საუბარი, მხოლოდ იმის გამო, რომ ნატოში გაწევრიანება ნიშნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას. წვრთნები რუსეთის პროვოცირებას ახდენს - ეს უბრალოდ საბოტაჟია. როდესაც ჩვენ შემოგვყავს ამერიკული ტანკები, ამერიკული დროშით, სულ რარაც 500 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც რუსული ტანკები დგას, ეს შენი აზრით ჭკვიანურია? როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის აღლუმს ამერიკული ორკესტრით იწყებ, ამერიკული მუსიკით - ეს შენი დამოუკიდებლობის მაჩვენებელია? თუ იმის, რომ შენ საკუთარ თავს ამერიკის ერთ-ერთ შტატად თვლი?", - განაცხადა ბურჯანაძემ. პოლიტიკოსის თქმით, "ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს უცხოურ ორგანიზაციებს იმის საშუალება, რომ საქართველოს მეშვეობით რუსეთი გააღიზიანონ". რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, ბურჯანაძის თქმით, პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან აუცილებელია. "ქვეყნის სუვერენიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვა და ოკუპირებული ტერიტორიები ჩემთვის წითელი ხაზია, რომელსაც არასდროს გადავაბიჯებ, თუმცა რუსეთთან ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს და ეს პირდაპირი დიალოგის გზით არის შესაძლებელი. როდესაც მოსკოვში შეხვედრებს ვმართავ და უკან ვბრუნდები საქართველოში, სულ ვამბობ, რომ რუსეთი დიალოგისთვის მზად არის, მზად არის საქართველოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდეს. თუმცა ჩვენ ხელისუფლებას იმდენად ეშინია, რომ მათ "პრორუსულ იარლიყს" მიაკრავენ, რომ არც კი ფიქრობენ ამ შეხვედრების გამართვაზე. რაც შეეხება რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენას, ეს იქნებოდა ძალიან კარგი, თუმცა მაშინ როდესაც საქართველოში ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას ფოიერვერკებით ზეიმობდნენ, თითქოს აფხაზეთი დაიბრუნეს, ასეთი რამ რუსეთის შემთხვევაში არ მოხდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)