|
2018-03-05 12:52:29, 1341 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი კითხვებს არ უპასუხებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაზე ისაუბრა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რეზოლუციაში არის, როგორც მკაცრი შეფასებები არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით კონკრეტული ქმედებებია მოთხოვნილი. „ჩვენ ამ კვირაში სესიაზე გავიტანთ პარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ძალიან პრინციპულია, ამ რეზოლუციაში არის, როგორც მკაცრი შეფასებები გაკეთებული არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით არის კონკრეტული ქმედებები მოთხოვნილი, რომელიც ეხება პირველ რიგში ცხედრის გადმოცემის საკითხს, ეხება საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების საკითხს, ეხება საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების საკითხს. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ მსჯელობისთვის ნებისმიერ მხარესთან იმიტომ, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის საკითხი, სადაც ყველანი ერთად უდნა დადგეთ, ამიტომ აქ მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ერთიანი პოზიცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც და საქართველოს პარლამენტის, მთავრობის დელეგაციებმა უკვე არაერთ საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები. ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში მანამ, სანამ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ოკუპაციაზეა პასუხისმგებელი, არ გასცემს კითხვებს პასუხებს და არ გასცემს ამ კითხვებს პასუხებს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ყველგან, სადაც დგას ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხი. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიციების დაფიქსირება დღეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვაგან უფრო მეტად იქნება დაცული სხვა ადამიანის უფლებები, რომელთაც შესაძლოა მსგავსი საფრთხე ემუქრებოდეთ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)