07:02 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 12:42:17, 1334 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ჩვენი ნატვრაა, საქართველოში განათლებულმა ახალგაზრდებმა რეგიონულ განვითარებას ხელი შეუწყონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი ხედვა წარადგინა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

„პირველი ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება, მეორე - თვითმმართველობას, მეტი ეფექტიანობისთვის, უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსის თანდათანობით გადანაწილება. და მესამე - თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს.

მეგობრებო, ამ რეფორმის სულისკვეთებას ყველა მაქსიმალურად უნდა ვიზიარებდეთ, რადგან ვთვლი, რომ ეს რეფორმა ყველამ, ერთობლოვად უნდა გავაკეთოთ და მე დიდი სურვილი მაქვს, გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წარმომადგენელთან, სამოქალაქო სექტორის მაქსიმალურად ფართო ჩართულობა იყოს რეფორმის განხორციელების პროცესში, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება წარმატებაზე საუბარი“, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ რეფორმის მიზანი რეგიონებში გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და გადაწყვეტილების აღსრულებისთვის რესურსი უნდა იყოს.

„დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ამ რეფორმას, ამ რეფორმის მიზანი უნდა იყოს ის, რომ რეგიონებში იყოს, როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ისე რესურსი ამ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. ჩვენი ნატვრა იქნება ის, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ პირდაპირ სურვილი მათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებებში და ჰქონდეთ მოტივაცია, რომ რეგიონულ განვითარებას შეუწყონ ხელი პირველ რიგში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics