07:01 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 11:53:29, 1477 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი რეზოლუციაზე: სესიის ფარგლებში ოპოზიციის წინადადებაზეც ვიმსჯელებთ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს დროში მოხდეს.

დეპუტატს აქვს მოლოდინი, რომ ცხედარი ოჯახს უახლოეს ხანებში გადაეცემა:

„ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს და ყველა მექანიზმს იყენებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ  გვაქვს მოლოდინი, რომ ეს უახლოეს ხანებში მოხდება.ჩართულია მათ შორის წითელი ჯვრის საზოგადოება, ამისათვის მას დიდი მადლობა“,-განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას და ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნის ინიციატივას, სესიაშვილის შეფასებით, ოკუპაციასთან დაკავშირებული თემების თაობაზე ყველას ინტერესი საერთოა და ამბობს, რომ  სესიის ფარგლებში ოპიოზიის წინადადებაზეც იმსჯელებენ:

„ყველას საერთო ინტერესია, რომ  მოხდეს ამ ფაქტების დაგმობა და არა მარტო შეფასება მოხდეს,არამედ კონკრეტული  ნაბიჯები დაიგეგმოს, რაც ჩვენ რეზოლუციაში ასახულია. ვიმეორებ, აქ გვამოძრავებს ყველას საერთო ინტერესები, ამიტომ სესიის ფარგლებში ვიმსჯელებთ მათ შორის ოპიოზიციის წინადადებაზე“,-აღნიშნა სესიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გულისხმობს ხელისუფლების მიერ ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნას.

სერგი კაპანაძის განმარტებით, ხელისუფლებამ ამ სიაში უნდა შიყვანოს ის ადამიანები, ვინც პირდაპირ არიან დამნაშავე და ვინც ფარავს ასეთი ტიპის  დანაშაულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics