07:02 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 11:25:07, 1453 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: უახლოეს პერიოდში ველოდებით ტატუნაშვილის გადმოსვენებას საკუთარ ოჯახში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ  არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაბრუნდებოდა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქოც ჩაერთო ამ საქმეში და აქვს მოლოდინი, რომ სასურველი შედეგი მოკლე დროში დადგება:

„ბოლო დღეების განმავლობაში ყველა საერთაშორისო ბერკეტი იქნა გამოყენებული, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო, უახლოეს პერიოდში ველოდებით  ტატუნაშვილის გადმოსვენებას საკუთარ ოჯახში, ამაში ჩარეული იყო სახელმწიფოს ყველა შესაბამისი ორგანო, ამაში ჩაერია საპატრიარქო და ამიტომ ველოდებით ძალიან მალე პოზიტიურ შედეგს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, მდინარაძის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ასეთ  თემატიკაზე, რომელი პარტია შეიმუშავებს დოკუმენტს. მდინარაძე არ გამორიცხავს, ოპოზიციის გარკვეული შენიშვნებიც კი გაიზიარონ, თუმცა ამაზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს:

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელი პარტიის, ან რომელი ფრაქციის შემუშავებულ დოკუმენტთან გვექნება საქმე. აქ არის საერთო ინტერესი-ქვეყნის ინტერესი და როდესაც საკითხი  ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვალებულ ადამიანს შეეხება, როდესაც საკითხი შეეხება ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემას, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ამიტომ ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელებთ,არ არის გამორიცხული ჩვენი ოპონენტების შენიშვნებიც გავითვალსიწინოთ და საერთო დოკუმენტიც კი შედგეს, თუმცა ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი“,-აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics