|
2018-03-04 13:55:23, 1740 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ ზემო ჩუღურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ზემო ჩუღურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ცაიშის ქუჩაზე, რომელიც რამდენიმე ათწლეულია არ შეკეთებულა. 2 000 მ2 ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ასფალტის დაგების პროცესს დედაქალაქის მერი და რაიონის გამგებელი პირადად დაესწრნენ. “ჩუღურეთის რაიონში ვიმყოფებოდით, ცაიშის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, აქ ვაპირებთ სპორტული მოედნის განახლებას, სკვერის კეთილმოწყობას, ასევე პარალელური ქუჩის რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი და ზოგადად, ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქალაქის მასშტაბით ხორციელდება და გაზაფხულიდან კიდევ უფრო მასშტაბური იქნება”, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, თბილისის მერმა დაათვალიერა ტერიტორია, სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო და სკვერის მოწყობა იგეგმება. 320 მ2 ფართობზე სკვერი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. დამონტაჟდება საბავშო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, დამონტაჟდება განათება და ტერიტორია სრულად გამწვანდება. არაგვისპირელის ქუჩის N10 აპრილის ბოლოს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. „რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ჩვენ ეტაპობრივად ვუტარებთ რეაბილიტაციას ისეთ ქუჩებს, რომლებსაც 60-იანი წლების შემდეგ არავინ შეხებია, დასასვენებელ სივრცეებს ვაწყობთ იქ, რომლებიც მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეულია. ეს პროექტები იმის დადასტურებაა, რომ ჩვენი მუშაობა არ არის ფასადური და მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გათვლილი, რომელიც ქალაქის ცენტრშია და ისედაც ჩანს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. წელს ჩუღურეთის რაიონში ექვსი ახალი სკვერის მოწყობა, 100-მდე ქუჩისა და თბილისური ტიპის ეზოს მოწესრიგებაა დაგეგმილი. (NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)