|
2018-03-03 18:09:57, 1800 ნახვა
საზოგადოება
„საბა კონსტრაქშენმა“ დედებს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო
სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ გასართობ ცენტრ „ბუმბუმში“ დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედებს დაუვიწყარი საჩუქრები გადასცა. ღონისძიება მედიასააგენტო „კლიპ-არტის“ ორგანიზებით გაიმართა. კომპანია „საბა კონსტრაქშენის დირექტორის, ლევან თარგამაძის განცხადებით, კომპანია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებებისა და ინიციატივების დაფინანსებას.
„პირველ რიგში, მინდა დღევანდელი დღე ყველა დედას მივულოცო. მედიასააგენტო „კლიპ-არტმა“ შემოგვთავაზა იდეა, რომ ასეთი ღონისძიება დაგვესპონსორებინა. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო ინიციატივა აღმოჩნდა და დავაფინანსეთ. ღონისძიების დასასრულს დედებს გრანდიოზული და ექსკლუზიური საჩუქრები გადავეცით. და ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გასართობი ღონისძიება. ჩვენი კომპანია მსგავს ინიციატივებს მიესალმება და ყოველთვის დავაფინანსებთ საინტერესო იდეას“, – განაცხადა ლევან თარგამაძემ. „კლიპ-არტმა“ დედებს ბავშვების ნახატების მიხედვით შეკერილი სოკომოროს თოჯინები აჩუქა. „ჩვენ ბავშვებს დავახატვინეთ დედები. ნახატების შესაბამისად შევკერეთ თოჯინები და დღევანდელ ღონისძიებაზე ვაჩუქეთ დედებს. პრაქტიკულად პატარებმა დედებს საკუთარი თავი აჩუქეს“, – განაცხადა „კლიპ-არტის“ წარმომადგენელმა თამთა კალანდაძემ. გარდა თოჯინებისა, „კლიპ-არტმა“ დედებს სხვა უამრავი საჩუქარიც გაუკეთა. გასართობი პროგრამები გათვალისწინებული იყო დედებისთვისაც და ბავშვებისთვის. სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ დაარსებიდან დღემდე ათეულობით ინოვაციური პროექტი განახორციელა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)