08:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 16:53:15, 2514 ნახვა

მსოფლიო
ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა

ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში მდებარე საფრანგეთის საელჩოზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ Express.co იუწყება.

მედია საშუალების ინფორრმაციით, საელჩოს შენობაზე თავდასხმა ხუთმა შეიარაღებულმა მამაკაცმა განახორციელდა. თავდამსხმელებმა შენობას ცეცხლი გაუხსნეს.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, თავდასხმა ასევე ფრანგული ენის ინსტიტუტის შენობებზეც განხორციელდა.

„მიმდინარეობს თავდასხმა საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ენის ინსტიტუტის შენობებზე. გთხოვთ დარჩეთ თქვენს ადგილებზე“, - ნათქვამია ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს Facebook-გვერდზე.

თვითმხილველების თქმით, სროლის გარდა მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმაც ისმოდა, რის შემდეგაც მათ კვამლი დაინახეს.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

 უაგადუგუს მერის განცხადებით, თავდასხმა ჯიჰადისტებმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics