20:09 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 16:35:25, 2774 ნახვა

პოლიტიკა
იაპონიის საელჩო ტატუნაშვილზე: ვიმედოვნებთ, ეს საქმე გულდასმით იქნება გამოძიებული და მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდება

საქართველოში იაპონიის საელჩო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო ტატუნაშვილის ოჯახს უსამძიმრებს:

"იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. იაპონია არის ღრმად დამწუხრებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო,  რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 22 თებერვალს დააკავეს და გარდაიცვალა მეორე დღეს ცხინვალში. ჩვენ ვუსამძიმრებთ ბატონი ტატუნაშვილის ოჯახს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საქმე გულდასმით იქნება გამოძიებული და მსგავსი ტრაგედია არასდროს არ განმეორდება და ვიმედოვნებთ, რომ  სხვა  დაკავებული პირებიც მალე დაუბრუნდებიან  თავიანთ სახლებს", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics