07:04 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 14:18:29, 1639 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: რეზოლუციის მიზანი ტატუნაშვილის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა

„არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, რომელიც ცხინვალში, ან აფხაზეთში არსებობს, არამედ არის დემონსტრირება იმისა, რომ იქ არსებულ ვითარებას მშვიდობიანი ხალხისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, მოლდოვაში განაცხადა.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რა არის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე მომზადებული რეზოლუციის  მიზანი.

„ეს არის სპეციალური საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც ინიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ის ეხება საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ოკუპირებული ცხინვალის ციხეში. ამ რეზოლუციის მიზანია, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ამ რთულ საკითხს. არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, რომელიც ცხინვალში ან აფხაზეთში არსებობს, არამედ არის დემონსტრირება იმისა, რომ იქ არსებულ ვითარებას მშვიდობიანი მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებას იწვევს. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მოვლენათა მსგავსი ტიპის განვითარება და სწორედ ესაა რეზოლუციის მიზანიც. სწორედ ამას შეეხება საპარლამენტო რეზოლუცია",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics