|
2018-03-02 14:12:13, 1785 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას გაფართოებულ ფორმატში შეხვდა
"ტრადიციულად აქტიური, კულტურული ურთიერთობები ჩენს ქვეყნებს შორის, შესანიშნავ ფონს ქმნის ორმხხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა. მივესალმებით პოზიტიურ დინამიკას ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში. გასულ წელს, ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, 33%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან, რაც ძალიან გვახარებს,"- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა საქართველო-სომხეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით გამართული გაფართოებული შეხვედრისას გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს. „ისტორიულ-ტრადიციული და ამჟამინდელი ურთიერთობები მყარი საფუძველია ახალი და კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის. მოხარული ვარ, როგორც მაღალი დონის შეხვედრებით, ისე ჩვენი კოლეგების უწყებათაშორისი კავშირებით. დარმწუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი,"- აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა, კარენ კარაპეტიანმა. პრემიერ-მინისტრებმა სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მზაობა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ არსებული, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)