15:46 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 12:17:32, 2268 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვს

ესპანეთი ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

განცხადება ესპანეთის საგარაო უწყების „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

 „ესპანეთის მთავრობა ელის,  რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე ამომწურავ და გამჭვირვალე გამოძიებას ჩაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics