20:09 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 19:20:47, 2125 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია 2 მარტს, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს, კარენ კარაპეტიანს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან.

დაგეგმილია პრემიერის სტუმრობა ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრში - „თუმო".

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 2017 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების პროცედურის გამო გადაიდო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics