22:29 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 17:12:46, 768 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ჭვანის ბაღს სტუმრობდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჭვანის ბაგა-ბაღებს სტუმრობდა, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დასაქმებულებს გაესაუბრა და ბაღში საჭიროებების შესახებ ინფორმაციები პირადად მოისმინა.

ჭვანის ბაღს 2016 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სააღმზრდელო დაწესებულება პირველი სართულიდან, მეორე სართულზე განთავსდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, სრულად შეიცვალა კარ–ფანჯარა და იატაკი, მოპირკეთდა გარე ფასადი.

ბაღი ახალი ავეჯით, სათამაშოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა. ჭვანის სააღმზრდელო დაწესებულებაში 2 შერეული ასაკის ჯგუფი ფუნქციონირებს, დასაქმებულია 12 ადგილობრივი.

დღეის მდგომარეობით შუახევში 10 ბაგა-ბაღია მოქმედი. მიმდინარე წელს დაგეგმილია ხაბელაშვილების და ბუთურაულის ბაღების მშენებლობა, მახალაკიძეების ბაღის რეაბილიტაცია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics