03:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 15:45:58, 1501 ნახვა

საზოგადოება
ისნის გამგებლის ინიციატივით, ჰოლბრუკის N6-ში უკანონოდ მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში, უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

ჰოლბრუკის ქუჩა N6-ში უკანონოდ შეჭრილ მოსახლეობას, რომელთაც კომპანია „თელასმა“ ელექტროენერგიის მოხმარებისთვის აბონენტად რეგისტრაცია მოსთხოვა, შესაბამის პროცედურებზე უარის თქმის მიზეზით, ამავე კომპანიამ დენის მიწოდება შეუწყვიტა.  

აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა ოჯახებმა დახმარებისთვის ისნის რაიონის გამგეობას მიმართეს, რისთვისაც მათ ისნის რაიონის გამგებელი „თელასის“ წარმომადგენელთან ერთად შეხვდა. შეთანხმების საფუძველზე, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება იმავე დღეს აღუდგა, იმ პირობით, რომ ისინი აბონირებისთვის ყველა საჭირო პროცედურას გაივლიდნენ. 

ისნის რაიონის გამგეობამ, მხარეებს შორის შუამავლობა იკისრა და დღეს, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, აღნიშნულ კომპანიასა და მოსახლეებთან შეხვედრა გაიმართა, რათა 14 დღის ვადა, რომელიც მოსახლეობას „თელასმა“ აბონენტად დარეგისტრირებისთვის განუსაზღვრა, დროულად შესრულდეს და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე კვლავ არ დარჩეს. 

შეხვედრაზე, გამრიცხველიანებისთვის ელექტროგაყვანილობის პროექტი განიხილეს და აბონირების პროცესის დასაჩქარებლად, მოლაპარაკება შედგა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics