05:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 15:13:05, 1609 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: ტატუნაშვილის საქმეზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს და ოკუპაციურ რეჟიმს ეკისრება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა რუსეთსა და ოკუპაციურ რეჟიმს ეკისრება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, ყველაფერს აკეთებს, რათა ცხედრის მოკლე დროში ოჯახთან გადასვენება მოხდეს:

"მთელი პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ეკისრება რუსეთს და ოკუპაციურ რეჟიმს. ჩვენი,  როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ მოხდეს გარდაცვლილის გადმოსვენება და ამაში ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან",-განაცხადა ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics