05:12 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 18:35:45, 1598 ნახვა

კომენტარი
ტყემალაძე: ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს სტატუსის თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრის თემურ გორგაძის დაკავების ფაქტს გამოეხუამრა.

როგორც ტყემალაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა.

ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარემ დასძინა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

"დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საკრებულოს წევრი - კრწანისის მაჟრიტარი დეპუტატი. როგორც უწყების განცხადებაში საუბარი ეხება ქრთამის აღების ფაქტს შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრის შეწყალების სანაცვლოდ. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობს პრეზუმფციას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა ეს თავისთავად არის ძალიან ცუდი ფაქტი. რა თქმა უნდა არ შევეგუებით დანაშავის მხრიდან, იქნება ეს ჩვენი კოლეგა, თანაგუნდელი თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე. კიდევ უფრო მკაცრი იქნება მიდგომები, სწორედ ჩვენი იმ თანაგუნდელების მიმართ ვინც თავისი არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ჩრდილს მიაყენებს ჩვენს საქმიანობას. დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს მისი სტატუსის თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის  შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics