|
2018-02-28 16:31:41, 1502 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: მოველით, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ასეთი გამოხაურებით მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა
"შეიძლება, საზოგადოებისთვის ზოგადად, დამაიმედებელი არ იყოს, თუმცა, განცხადებები და რეაქციები არის საჭირო, რომ წნეხი გაიზარდოს",-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც საერთაშორისო საზოგადოების განცხადებებმა შედეგი ამ ეტაპზე არ გამოიღო და არის თუ არა საშიშროება, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა არ მოხდეს. ჯანელიძეს აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო საზოგადოების ასეთი გამოხაურებით მოხდება ცხედრის გადმოცემა და გამოძიების ჩატარება. “ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. შეიძლება საზოგადოებისთვის ზოგადად, დამაიმედებელი არ იყოს, თუმცა, განცხადებები და რეაქციები არის საჭირო, რომ წნეხი გაიზარდოს. მოველით, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ასეთი გამოხაურებით მოხდება ცხედრის გადმოცემა და გამოძიების ჩატარება. დღეს არ შეგვიძლია იმის თქმა, როდის გადაიდგმევა ეს ნაბიჯები, მაგრამ ყველა ბერკეტს ვიყენებთ, რათა წნეხი გავზარდოთ",- განაცხადა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)