|
2018-02-28 10:59:17, 1398 ნახვა
სამხედრო
შინდისის გმირების ახალი და მასშტაბური მემორიალის მშენებლობა გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირი ქართველი სამხედროების მემორიალის მშენებლობა გრძელდება. მემორიალის იდეის ავტორი ედმონდ მინაშვილი და მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მშობლებს შინდისში შეხვდნენ. მოქანდაკემ და იდეის ავტორმა შინდისში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს პროექტის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის განცხადებით, სამუშაოების პირველი ეტაპი და მეტალის ფიგურების დამზადება ორ თვეში დასრულდება. 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)