|
2018-02-28 10:54:28, 1739 ნახვა
კომენტარი
კალაძე აბრებზე ქართული ენის გამოყენების სტანდარტის დაუცველობისთვის ჯარიმების გამკაცრების ინიციატივით გამოდის
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში არსებული ობიექტების აბრებზე ქართული ენის გამოყენების სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. მან მოადგილეებს უკვე დაავალა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის გადასაცემად, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს. „მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი და ყველა ობიექტს აქვს მათ აბრებზე ქართულენოვანი წარწერების განთავსების ვალდებულება, ეს არ სრულდება. ჯარიმები საკმაოდ დაბალია, ხოლო დაჯარიმების პროცედურა რთული და გრძელვადიანი. პირველ რიგში, უნდა ვცეთ პატივი საკუთარ ენას და დამწერლობას და ამის შემდეგ გვაქვს მორალური უფლება, იგივე მოვთხოვოთ სხვას. მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები დაჯარიმებასთან დაკავშირებით და პარლამენტს გადაეგზავნოს. პარლამენტი მზადაა თანამშრომლობისთვის, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ მიდგომები ამ მიმართულებით. მიუღებელია, ის რომ ჩვენი ენა არ არის გამოყენებული აბრებზე, რისი ვალდებულებაც აქვს ყველას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის გამოსწორებისთვის სხვადასხვა ობიექტებს გონივრული ვადა მიეცემათ. „მე ზედამხედველობის სამსახურს დავავალე, რომ ყველას, ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული, მისცეს გონივრული ვადა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. მგონია, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)