|
2018-02-28 10:37:21, 1663 ნახვა
კომენტარი
კალაძე - ჩატარდება აღდგენითი სამუშაოები და სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეხანძრე-მაშველებს სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ გაჩენილი ხანძრის დროს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ხანძრის შედეგად, როგორც მოიჯარეები, ისე სავაჭრო ფართების მფლობელები დაზარალდნენ. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს დროული რეაგირებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს. მოგეხსენებათ, დაზარალებულია ორივე მხარე, როგორც მოიჯარეები, ისე სავაჭრო ფართების მფლობელები. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ გუშინვე დაიწყო შეხვედრები მოიჯარეებთან, რათა დეტალურად გაიარონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უახლოეს მომავალში, როდესაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, სავაჭრო ცენტრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, რათა ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს. „იქამდე კი, იმ ადამიანებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ალტერნატიული ფართებს სთავაზობს, რათა დამწვარი ფართის აღდგენამდე თავიანთი საქმიანობა შეუფერხებლად განაგრძონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაში ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე დავიდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)