|
2018-02-27 15:16:55, 1551 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა ტატუნაშვილის გარდაცვალება უბრალოდ ფაქტად არ დარჩეს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახსა და მის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცხედარი ოჯახს უმოკლეს დროში გადაეცეს. „მინდა მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს, ახლობლებს. ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ მათი ტრაგედია, ეს ჩვენი, ყველას ტრაგედიაა, როდესაც რუსეთის ოკუპაციის პერიოდში დეფაქტო ხელისუფლებასთან ერთად ამგვარი ტრაგიკული ამბების მომსწრენი ვხდებით. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით, ჩვენი ხელისუფლება ყოველწუთიერად აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ამ საქმეში ჩართულ პირებთან იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გადმოვასვენოთ ცხედარი, რათა შევძლოთ მას მივაგოთ პატივი და ჩვენი წესისამებრ მოხდეს გლოვის ორგანიზება“, - განაცხადა წულუკიანმა და განმარტა, რომ საერთაშორისო დონეზე ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი უბრალოდ ფაქტად არ დარჩეს. „ამ საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყველა უმაღლეს დონეზე ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო ფორმატებში აყენებს და მომავალში უფრო კონკრეტული ფაქტებით შეიარაღებული, კიდევ მრავალჯერ დააყენებს. ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ეს ფაქტი არ დარჩეს უბრალოდ ფაქტად. რადგან ეს უბრალოდ ფაქტი ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)