03:29 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 20:36:34, 1566 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე: მოუკლეს და დატირების საშუალებას არ აძლევენ, ეს ადამიანურ წესებში არ ჯდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიება მოხდეს და ასევე მისი ცხედარი ოჯახს გადმოეცეს.

„საერთაშორისოთანამეგობრობა არის ძალიან აქტიურ რეჟიმში ჩართული და ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ პირველ ეტაპზე შესაძლებელი გახდეს ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს,ოჯახმა შეძლოს, საკუთარი შვილი დაიტიროს.მოუკლეს და დატირების საშუალებას არ აძლევენ, ეს ადამიანურ წესებში არ ჯდება“,-განაცხადა ხუნდაძემ სოფელ ნატახტარში, სადაც ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს  კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე დღეს  უარი თქვა.

ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება.

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics