|
2018-02-26 19:14:18, 1941 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ანტონიო გუტიერეშთან არჩილ ტატუნაშვილის საკითხი განიხილა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულივითარება განიხილა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს და ხაზი გაუსვა მომხდარზე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაერო-სშესაბამისი რეაგირების მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მომხდარზე და აღნიშნა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ ეს მორიგი ფაქტია,რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას და იქ საერთაშორისო უსაფრთხოებისმექანიზმების არსებობის აუცილებლობას. როგორც მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, იგი კარგად იცნობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ პრობლემატიკას. მანხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი მიდგომის მნიშვნელობას და გამოხატა შემდგომი მხარდაჭერა ამ პროცესისადმი, კერძოდ გაერო-ს გენერალურმამდივანმა ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურებისა და ფორმატის გაძლიერების აუცილებლობას. ანტონიო გუტიერეშმა დაადასტურა, რომ გაერო მომავალშიც გააგრძელებს კონფლიქტისმოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული განვითარების გზაზე, მინისტრმა გენერალურ მდივანს ასევე გააცნო ღია მმართველობის ინიციატივის ფარგლებშისაქართველოს ინიციატივები და პრიორიტეტული სფეროები. მიხეილ ჯანელიძემ გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)