|
2018-02-26 16:20:44, 1495 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე - საქართველო „ევროპოლში“ მეკავშირე ოფიცერს გააგზავნის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრებზე თავშესაფრის მაძიებელთა და დანაშაულის სტატისტიკა განიხილეს. როგორც ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, ორივე ქვეყანა მიესალმება იმ ღონისძიებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს. „შეხვედრები გავმართეთ ჩვენს გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან ერთად. მათთან ერთად დეტალურად განვიხილეთ თავშესაფრის მაძიებელთა მხრივ არსებული სტატისტიკა, ასევე დანაშაულის მაჩვენებელი. მაჩვენებლებში გვაქვს გარკვეული ზრდა, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. ჩვენს კოლეგებს გავაცანით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, იქნება ეს გვარის შეცვლის პროცედურის გართულება, რომელიც უკვე ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, თუ საინფორმაციო კამპანია, რომელიც უკვე დავიწყეთ. ჩვენი კოლეგები მიესალმებიან იმ ღონისძიებებს, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა. ასევე, ჩვენს გერმანელ კოლეგებთან დავაყენეთ საკითხი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის აღიარების თაობაზე, რომელიც ავსტრიას უკვე გახორციელებული აქვს. ვინაიდან ასეთი სტატუსი მნიშვნელოვნად ამცირებს თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების განხილვის ვადას, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. კოლეგებს ასევე სამომავლო გეგმები გავაცანით, კერძოდ დაგეგმილი ვიზიტი „ევროპოლში." ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მიერ მოხდება შესაბამისი მემორანდუმების ხელისმოწერა, რის შემდეგაც ჩვენ უკვე შევძლებთ „ევროპოლში" გავაგზავნოთ ჩვენი მეკავშირე ოფიცერი, ასევე ინფორმაცია გავცვალოთ ოპერატიულად „ევროპოლის" უსაფრთხო არხების მეშვეობით. ზოგადად, ჩვენს კოლეგებთან შევთანხმდით, რომ მოხდება ოპერატიული ინფორმაციის უფრო ინტენსიური გაცვლა. დადებითად შეფასდა პოლიციის ატაშეების როლი, როგორც ავსტრიაში ისე გერმანიაში და ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს პოლიციის ატაშე სხვა ქვეყნებშიც მიავლინოს, ვინაიდან ეს ინსტიტუტი როგორც ჩანს ძალიან პოზიტიურია და ძალიან პროდუქტიულად მოქმედებს", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)