|
2018-02-26 14:03:14, 2123 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა „Nord Pool“-სა და „Bluberries“-სთან საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხები განიხილა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიების „Nord Pool AS“-ისა და „Bluberries GmbH“-ის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის არსებულ ვითარებასა და მისი განვითარების ძირითად მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ევროპულ კომპანიებს გააჩნიათ ევროპის ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზრის მართვის დიდი გამოცდილება, ამდენად, მათი რეკომენდაციები საქართველოპში შესაბამისი სექტორის რეფორმის მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში ისინი მიაწვდიან კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოში შეიქმნას ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარი და ქვეყანა გახდეს ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალური ჰაბი. „Nord Pool AS“ ელექტროენერგიის უმსხვილესი ბაზარია ევროპაში. კომპანია ოპერირებს ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში და ევროპის 15 ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის ნომინირებული ოპერატორია (NEMO). გარდა ამისა, „Nord Pool AS“ ემსახურება ბულგარეთისა და ხორვატიის ბაზრებს. სკანდინავიის ბაზარზე მოხმარებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი „Nord Pool“-ზე ივაჭრება. „Nord Pool AS“ მსოფლიოს პირველი მულტინაციონალური ენერგო ბირჟა იყო. „Nord Poo“l „ერთი დღით ადრე“ და „შიდა დღიურ“ ბაზრებზე ვაჭრობის საშუალებას იძლევა. დღეს „Nord Pool AS“-ს 20 ქვეყანაში 380 წევრი ჰყავს, მათ შორის საჯარო და კერძო ენერგომწარმოებლები, საინვესტიციო კომპანიები, ბანკრები და ფინანსური ინსტიტუციები. „Bluberries GmbH“ მიუნხენში, ენერგოინდუსტრიისთვის საკონსულტაციო მომსახურების მიზნით2011 წელს შეიქმნა. (NS)
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)