|
2018-02-26 13:57:38, 1969 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გახსნა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" - ფარგლებში ტარდება. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, რადგანაც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და განსაკუთრებით, ნარკოდანაშაული, სცდება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზღვრებს და შეუძლია, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას", - აღნიშნა კახა საბანაძემ. კონფერენციის მონაწილე სამართალდამცველები პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გაიუმჯობესებენ იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა საერთაშორისო მიმართულებით მათი ეფექტიანი მუშაობისთვის და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. ღონისძიებაში, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, 11 ქვეყნის, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, რუმინეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღნიშნული პროექტის მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება, ჩართული რეგიონული ქვეყნების შესაძლებლობებისა და კოორდინაციის გაძლიერება, ე.წ. "ჰეროინი-მარშრუტის" პროექტის მიგნებების საფუძველზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)