|
2018-02-26 12:41:37, 1382 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეც-ტექნიკა შეისყიდა
თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეც-ტექნიკა შეისყიდა. სპეც-ტექნიკის პრეზენტაცია ლოგისტიკური სარდლობის ბაზაზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტრომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური წყალმზიდები, ავტობუსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები „ამბულანსები“ და მიკროავტობუსები შეიძინა. ახალი სპეც-ტექნიკა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ლოგისტიკური სარდლობის ბაზაზე დაათვალიერა. მინისტრის მოადგილეს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ ტექნიკის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ტექნიკა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებსა და თავდაცვის სამინისტროს, საჭიროებებიდან გამომდინარე, მოემსახურება. თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. რეფორმის მიზანი შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეცენტრალიზება, ავტონომიურობა, მობილურობა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვისა და კონტროლის გამარტივებაა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)