|
2014-12-31 14:00:47, 445 ნახვა
სამართალი
255 მსჯავრდებული ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილება გააცნო. უწყების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 255 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 3 ქალია, 5 მსჯავრდებული კი გადაყვანილი იქნება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. „აღვნიშნავთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადგილობრივ საბჭოებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამყარებული იყოს სამართლიანობის პრინციპზე, რაც გულისხმობს უპირატესობის მინიჭებას სწორედ იმ მსჯავრდებულთათვის, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სარეჟიმო მოთხოვნების დაცვით, გამოირჩეოდნენ ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში აქტიური ჩართულობით და გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დამდგარი პასუხისმგებლობა. სწორედ ამ პრინციპებით იხელმძღვანელეს ადგილობრივმა საბჭოებმა 1200-მდე განცხადების განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღეს მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, სასჯელის მოხდის პერიოდში მათი ქცევა, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობა, მათი დამოკიდებულება წარსულში ჩადენილ დანაშაულთან და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები. შეგახსენებთ, რომ 5 კაციან ადგილობრივ საბჭოებში სასჯელაღსრულების სამინისტრო მხოლოდ 2 წევრითაა წარმოდგენილი, დანარჩენი ადგილები ნაწილდება არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლებზე. შესაბამისად, საბჭო სრულიად დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში. მინისტრმა გათავისუფლებულებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ამ შანსს ღირსეულად გამოიყენებენ. მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში დატოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)