|
2018-02-25 14:44:14, 2057 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებენ. „2018 წლის 22 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა საქართველოს სამი მოქალაქე -არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ინფორმირებულნი არიან ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რომელზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ოკუპირებულ რეგიონზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მივმართავთ სადამკვირვებლო მისიას და საერთაშორისო საზოგადოებას, დროული რეაგირება მოჰყვეს ამ საზარელ შემთხვევას, დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები",- ნათქვამია თამარ ხულორდავას მიმართვაში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, მოუწოდებს ევროპარლამენტს, მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. „მიმდინარე წელს, 2008 წლის ომიდან 10 წელი სრულდება და მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სრულ მხარდაჭერას, დაგმობს ძალადობასა და პროვოკაციებს და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს",- ნათქვამია თამარ ხულორდავას განცხადებაში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ცხინვალში მომხდარის შესახებ უკვე აცნობა და სათანადო შეფასებისკენ მოუწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტი განხილვის მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს გაემგზავრება.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)