|
2018-02-25 14:33:26, 1967 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის სასახლეში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. თბილისის მერმა პატივი მიაგო დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ქვეყნის წინაშე მათ დამსახურებაზე ისაუბრა. „იუნკრები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. დიდია ამ ახალგაზრდების ამაგი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ხანგრძლივმა ოკუპაციამაც ვერ გააუფერულა მათი თავდადება და გმირობა. ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ თუ რამხელა იყო ამ ახალგაზრდების სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავითავისოთ ქართველ იუნკერთა თავდადება, მათი სამშობლოსადმი სიყვარული და ეს ყველაფერი მომავალ თაობებს გადავცეთ“,- განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიების ფარგლებში პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზოში, იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)