16:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 10:21:22, 2075 ნახვა

სამართალი
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18 პირი, ხოლო მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 18 პირიდააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე  ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისბრალდებით  დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ არასრულწლოვან, 2003 წელს დაბადებულ მეუღლეს ბასრი საგნით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანებამიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებოღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.  

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა- 19-109-ე მუხლისმეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics