|
2018-02-24 10:42:49, 1935 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 17 თანამშრომელს, სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის წარმატებით გავლისთვის, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყაყიჩაშვილი და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გუდაურში ჩატარდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამთო ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილეებმა ტექნიკური სრიალი, დაბრკოლებების ზოლის გადალახვა, დაშავებულის ევაკუაცია, თოვლში ღამის თევა და მთაში ტაქტიკური გადაადგილების ხერხები შეისწავლეს. სასწავლო კურსის მიზანი იყო სამთო კურორტებზე უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და „Ski patrol"-ის მიმართულებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)