03:28 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 16:29:05, 1588 ნახვა

კომენტარი
კახიძე: მუხთარლის საქმით, ჩვენ ვამბობთ, რომ საზღვარს ვერ ვაკონტროლებთ

„კომისია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომ პარლამენტმა აღასრულოს აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური კონტროლი და განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა ამჯერად უკვე გამოძიების პროცესზე“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.

კახიძემ შსს-ს პასუხიმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება და პარლამენტის გაძლიერებაზე ისაუბრა.

„ცხადია ჩვენ გვაქვს უამრავი კითხვა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მე ვგულისხმობ შსს-ს, ვისი პასუხიმგებლობაც გახლავთ პირველი - საზღვრის კონტროლი, მეორე - ის რომ დანაშაულის პრევენცია მოხდეს, მესამე - ის რომ მოხდეს ეფექტური გამოძიება. ეს ყველაფერი რომ არ ხდება,  აქ ერთვება უკვე პარლამენტის როლი, აქ იკვეთება უკვე ფუნქცია, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. პარლამენტის როლის გაძლიერება არის ყველას ინტერესში.  ჩვენ გადავედით უკვე ახალ სისტემაზე.  2013 წლიდან მნიშვველოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ შემდეგ უკვე კონტიტუციის შეცვლით პოლიტიკური ნება კიდევ უფრო გამყარდა. ჩვენ ვართ საპარლამენტო ქვეყანა.  ძალაუფლების ცენტრი არის ამ დარბაზში, ამ შენობაში. ძალაუფლების ცენტრი არის პარლამენტი და თქვენ კანონის მიხედვით, კონსტიტუციის მიხედვით, ხართ ის პირები და ვართ დეპუტატები, ვისაც რეალურად ძალაუფლება გვაქვს. ამიტომ არ უნდა გახდეთ არავითარ შემთხვევაში, სხვადასხვა ჯიშის და რჯულის უკანონოდ მოქმედი სამართალდამცავების მძევლები. თქვენ რატომ უნდა იღებდეთ საყვედურებს და თქვენ რატომ უნდა გესხმოდნენ თავს და დაუმსახურებულად. როდესაც არ არის არანაირი რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან თქვენ ხართ ვისაც უსვამენ კითხვებს, თქვენ ხართ ვისზეც მოდის პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, იმიტომ რომ ვინ იცის საერთოდ ის პირები ვინც საერთდ ამ გატაცების უკან დგანან. მათ არავინ კითხვას არ უსვამს. მათი სახელი და გვარი ცნობილი არ არის“, - აღნიშნა კახიძემ.

ამასთან, დეპუტატმა პარლამენტში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მუხთარლის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო ასპარესზე, ისე ქვეყნის შიგნით.

„ჩვენ პარლამენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზები, რბილად რომ ვთქვათ, პრაქტიკულად არცერთი მოთხოვნა, რომელსაც რეგლამენტი ადგენს სავალდებულო წესით,  არც ერთი მოთხოვნა უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მხრიდან მინისტრის მოწვევის არ დაკმაყოფილებულა.  ისინი უხეშად არღვევენ კანონმდებლობას და ჩვენ რეგლამენტს. ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მუხთარლის გატაცებას ეხება, ერთის მხრივ ჩვენ ვისაუბრეთ საერთაშორისო იმიჯზე, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით კი, ამით ვამბობთ, რომ სახელმწიფო საზღვარს ვერ ვაკონტროლებთ. ვამბობთ, რომ არის რაღაც მწვანე ზოლები, სადაც შეიძლება ერთხელ მუხთარლი გადაატარონ, მეორეჯერ ჩატაევი შემოატარონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც ასევე საჭიროა ეფექტური საპარლამენტო კონტროლის განხორციელება“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის  საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი საკითხი მათ პარლამენტის პლენარულ ხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ დააყენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics