03:27 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 16:10:06, 1768 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: მუხთარლის საქმეზე კითხვის ნიშნები მართლაც არსებობს, თუმცა კომისიის შექმნაზე არგუმენტები პოლიტიკური იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მუხთარლის საქმეზე მოუმზადებელია და  სამართლებრივის ნაცვლად,  პოლიტიკური  არგუმენტებით შემოიფარგლება.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ტენდენციურია ამგვარი დასათაურება: შეიქმნას აფგან მუხთარლის თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უკანონო გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. მდინარაძე ფიქრობს, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტები გამოსაძიებელია.

ამასთან, მდინარაძის შეფასებით, მუხთარლის საქმეზე კითხვის ნიშნები მართლაც არსებობს, თუმცა,  ოპოზიციას კომისიის შესაქმნელად მყარი არგუმენტები დღეს არ წარმოუდგენია:

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი იურისტები გიზით რიგებში, ნამდვილად არ მეგონა, რომ ამდენთვიანი მოთხოვნის შემდეგ ასეთი მოუმზადებელები იქნებოდით ამ საკითხის მიმართ, ყველა თქვენი არგუმენტი პოლიტიკური იყო. აბსოლუტურად სწორად გითხრათ ბატონმა ნუკრიმ, როცა ბრძანა, რომ ამის შედეგი თქვენი მოლოდინით არის პოლიტიკური შოუ, თორემ რეალურად ამ საქმეში კითხვის ნიშნები მართლაც არსებობს,მართლაც უნდა გაეცეს პასუხი, საზოგადოებას კითხვები აქვს, არის გარკვეული ვერსიებიც, ეჭვებიც,  მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ ჩაწერეთ სათაურში, ვერ მოითმინეთ და ტენდენცია აქ გამოჩნდა, ფაქტია დანაშაული და თქვნ საუბრობთ დანაშაულის სუბიექტებზე, რომ სუბიექტები არ ვიცითო  და  ამიტომ უნდა შეიქმნას კომისიაო, მაგრამ აპრიორში მიიჩნევთ, რომ ფაქტია ის, რომ მოხდა თავდასხმა, გატაცება, ესეც გამოსაძიებელია სინამდვილეში. როცა წარმომდგენს ვეკითხებოდი, რას გააკეთებს კომისია განსხვავებულს პროკურატურისგან, აქაც პოლიტიკური პასუხები მოვისმინეთ და ვერ მოვისმინეთ სამართლებრივი პროცედურა, როგორ უდნა მივიდეთ რაღაც შედეგამდე.

როცა გეკითხებოდით, გაქვთ თუ არა რაიმე განსხვავებული ინფორმაცია, რომელსაც  არ, ან ვერ ამბობთ, სწორედ იმას ვგულისმხობდი, რომ გინდათ დაადასტუროთ ის რა მოცემულობაც  სათაურში შემოგვთავაზეთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics