03:28 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 16:06:53, 1731 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: მუხთარლის საქმეზე პროკურატურის 8-თვიანი გამოძიება ნულოვან ნდობას იმსახურებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოებული 8-თვიანი გამოძიება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ნულოვან ნდობას იმსახურებს.

როგორც ბაქრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განმარტა, საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნა ნდობის მოსაპოვებლად არის საჭირო.

"ამ კომისიას ექნება ნდობა. ნდობა, რომელიც ნულოვანი გააჩნია დღევანდელ გამოძიებას. იმის მერე რაც 8-თვიანი გამოძიების შედეგად, ერთადერთი რამე გავიგეთ, რომ მთელ პერიმეტრზე ყველა კამერა გამორთული იყო, სადაც ეს ადამიანი გადაჰყავდათ, რთული წარმოსადგენია ნებისმიერმა ადამიანმა საქართველოში ან საქართველოს გარეთ, ამ გამოძიების შედეგები დაიჯეროს. იმისთვის, რომ საქართველომ ეს ლაქა მოიშოროს საკუთარი რეპუტაციიდან საჭიროა გამოძიების სანდოობა, რომ ქვეყნის შიგნით და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ენდობოდნენ გამოძიების შედეგს. ეს ექნება საპარლამენტო კომისიას, რაც სამწუხაროდ ვეღარ ექნება პროკურატურის გამოძიებას ამ 8 თვიდან გამომდინარე. კონსტრუქციულობას კი, არ ვთამაშობთ, ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სერიოზული შემოთავაზებაა. გვინდა ნდობის ნაწილი ვიყოთ და ჩვენი რეპუტაცია ჩავდოთ მათ შორის ამ ნდობაში თუ დადასტურდა, რომ სახელმწიფო მართლა არაფერ შუაშია. როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შედის საგამოძიებო კომისიაში,  ჩვენ არ ვიცით რა შედეგი დადგება. ღმერთმა ქნას, რომ დადასტურდეს, რომ სახელმწიფო არაფერ შუაში არ იყო. გპირდებით, ოპოზიციის ის წარმომადგენელი, რომელიც იქნება კომისიაში, თუ ეს შედეგი დადგება, გამოვა და საკუთარი რეპუტაციით და საკუთარი სიტყვებით გაამყარებს ამ შედეგს და იტყვის, რომ სახელმწიფო არაფერ შუაშია. ჩვენ ისტერიკას არ ვაწყობთ და არავის არაფერს ვაბრალებთ, მაგრამ ნუ წაგვართმევთ უფლებას, იქიდან გამომდინარე, როგორც გამოძიება მიდის, გვჯეროდეს, რომ ეს არის სახელმწიფო დანაშაული. თუ ეს გამოიკვეთა, მაშინ პირველ რიგში თქვენივე ინტერესებშია, რომ ხელი არ დააფაროთ იმას ვინც ამას სჩადის. ასეთი ხელის დაფარება ძალიან ცუდად მთავრდება. ჩვენი ცოდვიანი წარსულის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს პოლიტიკურ პასუხს არ ვთხოვდით პარლამენტში, მერე ეს ყველაფერი ქვეყნისთვისაც და შენთვისაც ძალიან ცუდად მთავრდება. ეს არის ტესტი თქვენთვის, რომელიც უნდა ჩააბაროთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდა საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ.

"უკაცრავად ბატონებო მაგრამ, ტელპორტაცია მოხდა ბატონი მუხთარლის აზერბაიჯანში?! ეს არ იყო თავდასხმა და გატაცება?! ეს ფაქტის კონსტატაცია, ნუ გავცდებით საღი აზრის ფარგლებს. ჩვენ, რომ თქვენთვის ზიანის მიყენება გვინდოდეს, იმაზე მეტ ზიანს თქვენ თვითონ ვერ მიაყენებთ საკუთარ თავს, თუ ამ დისკუსიის შემდეგ კომისიას არ შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი, მინდა უმრავლესობის საღად მოაზროვნე წევრებს მხარი დაუჭირონ ამ კომისიის შექმნას", - დასძინა ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics