01:55 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 15:13:44, 1594 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: როცა ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო ყველას ერთნაირად უნდა იცავდეს, რა პასუხს ვცემთ მაჩალიკაშვილის მშობლებს

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით,  განურჩევლად ყველა ადამიანის სიცოცხლე  დაცული და ძვირფასი უნდა იყოს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, არ ჩანს, რომ სახელმწიფო ყველას სიცოცხლეს ერთნაირად იცავს. 

მაგალითისთვის მან მოიყვანა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების  ფაქტი და ოსეთში  არჩილ თათუნაშვილის მკვლელობა. სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, „რას აკეთებს სახელწმიფო იმისთვის, რომ პასუხი გასცეს საზოგადოებას- რატომ აღმოჩნდა არჩილ თათუნაშვილი  წამებით მოკლული ოსების ხელში“.

„უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება ერთნაირად დაცულია და ძვირფასია. ჩვენს სახელმწიფოში დიახ, სამწუხაროდ, პირველად არ ხდება, რომა დამიანის უფლებების უგულებელყოფა ხდება, მიაჩნიათ, თუ არა, რომ ის ადამიანები, რომლის უფლებებსაც დღეს დღევანდელი სახელმწიფო თელავს ფეხქვეშ,  ნაკლებად იმსახურებენ სახელმწიფოს დაცვას. როცა ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო უნდა იცავდეს ყველას სიცოცხლეს ერთნაირად, რა პასუხს ვცემთ დღეს ამ დარბაზიდან, ან მოამავლში რა პასუხის გაცემას ვაპირებთ პანკისში მოკლული ახალგაზრდის მშობლებისთვის, იმიტომ,რომ მიუხედავად  იმისა, სახელმწიფოს რა ლეგიტიმური ინტერესი ჰქონდა, ან არ ჰქონდა, რომ სპეცოპერაცია ჩაეტარებინა, ფაქტია, რომ  მოკლულია ახალგაზრდა ადამიანი და დღემდე ვერ გავიგეთ პასუხი,  რა მოხდა, მაინტერესებს  გაინტერესებთ თუ არა თქვენ,  რომ  დღეს წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი ოსეთში,  რომელიც არის ჩვენი ოფიცერი, რას აკეთებს  სახელწმიფო  იმისთვის, რომ პასუხი გასცეს საზოგადოებას, რატომ აღმოჩნდა ეს ადამიანი წამებით მოკლული ოსების ხელში. მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლე.როდესაც დავინახავთ, რომ თქვენთვის ყველა სიცოხლე ღირებულია,შემდეგ  დავიჯერებთ იმას, რომ  გსურთ რეალურად ჩვენ ვიცხოვროთ სახელწმიფოში, სადაც კანონის უზენაესობა არსებობს“,-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics