|
2018-02-23 14:59:25, 1205 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი მუხთარლიზე: ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამ კომისიის დასათაურება მაეჭვებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენძელა მაჭავარიანის განცხადებით, იზიარებს დამოკიდებულებას, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა იზღუდებოდეს და ყველა ვითარებაში დაცული უნდა იყოს. თუმცა, მაჭავარიანისთვის მიუღებელია „ევროპული საქართველოს“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის დასათაურება მტკიცებით ფორმაში. კერძოდ, მაჭავარიანი არ ეთანხმება ასეთ ფორმულირებას: შეიქმნას აფგან მუხთარლის თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უკანონო გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. მაჭავარიანისთვის გაუგებარია, თუკი ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის ცნობილია, საგამოძიებო კომისია რაღატომ უნდა შეიქმნას: „მე ვიზიარებ იმ დამოკიდებულებას, რომ ადამიანის უფლებები ქვეყანაში არ უნდა იზღუდებოდეს და ადამიანის უფლებები ყველგან, ყველა ვითარებაში უნდა იყოს დაცული, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი დამნაშავეა, პოლიტიკოსია, რაც არ უნდა იყოს, ადამიანის უფლებები არის უზენაესი და ხელშეუხებელი. მაგრამ მაეჭვებს ამ კომისიის დასათაურება. პირდაპირ წერია, რომ აფგან მუხთარლის თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უკანონო გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი...ეს ყველაფერი გვცოდნია და რისთვის იქმნება ეს კომისია ვერ გავიგე. ბოდიშს ვიხდი, სათაურშივე არის თქვენი გადაწყვეტილება ამ კომისიაზე და ამიტომ ცოტა დამაეჭვა ამ გარემოებამ. ასე ქვია კომისიას, რომელმაც ეს სიტუაცია უნდა გამოიძიოს, ცოტა უხერხული მეჩვენება ასეთი დამოკიდებულება ამ კომისიის გამოტანის, იმაში, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე ერთად უნდა ვისმჯელოთ, გეთანხმებით“,-განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)