|
2018-02-23 14:44:48, 1675 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის აქცია გაიმართა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წითელას, წითურასა დ ყბაყურას საწინააღმდეგოკომბინირებული ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პარალელურად ასევე, განხორციელდა С ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი. აქცია საჯარო რეესტრის თანამშრომლებისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 20 წევრიანმა ჯგუფმა ჩაატარა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპანა უგრეხელიძემ აქციისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მადლობა გადაუხადა. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს თბილისის იუსტიციის სახლში ჩაუტარდათ წითელას, წითურას და ყბაყურას კომბინირებული ვაქცინაცია, ასევე სკრინინგი C ჰეპატიტზე და შიდსზე. მსურს, დიდიმადლობა გადავუხადო ამ ინიციატივის ავტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ადამიანები დიდ დროს ატარებენ სამუშაო ადგილებზე, სადაც კონტაქტი აქვთ უამრავ ადამიანთან და შესაბამისად, დაავადების გადადების საკმაოდ მაღალი რისკი არსებობს", – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ. ექიმების ჯგუფთან ერთად საჯარო რეესტრს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესტუმრა, რომელმაც დღევანდელი აქციის, ასევეზოგადად ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა, მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მათი ჩართვა აქციაში ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია მთლიანი საზოგადოებისთვის.მასობრივ ვაქცინაციას, განსაკუთრებით მოზრდილიმოქალაქეებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ ყველა უნდა იყოს აცრილი, როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი და 40 წლის ზემოთ მოქალაქეები. ასევე, მნიშვნელოვანია მეორეპროგრამა –უფასო შემოწმება C ჰეპატიტზე. თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. ეს დაავადება უკვე სრულად განკურნებადია, ამიტომ სასურველია, ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი", –განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით,2017 წლის ბოლოდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. წითელა ყველაზე ადვილადგადამდები დაავადებაა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა კი უსაფრთხო და ეფექტურია - ორი დოზის მიღების შემდეგ დამცველობითი ეფექტი 97% -ს აღწევს, ერთი დოზის მიღების შემთხვევაში - 93%-ს. წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი გადამდებლობით. კლინიკურადწითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყრით და სიმპტომებით ზედა სასუნთქი გზების მხრივ (ხველება, რინიტიანკონიუნქტივიტი) და სერიოზულ გართულებებს იწვევს. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)