14:32 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 14:27:10, 3010 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთში სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

პოლონეთის ქალაქ ზგიეჟში სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს, - ამის შესახებ Wiadomosci.pl იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გვიან ღამით სამართალდამცველებმა მოქალაქეებს საბუთების წარდგენა სთხოვეს, თუმცა მათი მხრიდან მოთხოვნა აგრესიულად იყო აღქმული.

მედიის ცნობით, მოქალაქეები პოლიციელებს თავს დაესხნენ და მათ ქვები დაუშინეს. ინციდენტში სულ ორი პოლიციელი და 13 მოქალაქი მონაწილეობდა.

გამოცემა წერს, რომ სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოუწიათ, რის შედეგადაც, სამი თავდამსხმელი ფეხში, მსუბუქად დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Wiadomosci- იტყობინება, რომ პოლიციამ ყველა უცხოელი დააკავა და საქმეს პროკურატურა იძიებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics