|
2018-02-23 14:18:03, 1340 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: მუხთარლის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იყოს განხილული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იყოს განხილული. თალაკვაძე ამ კუთხით „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას გამოსვლას მიესალმა. თუმცა, თალაკვაძემ ხოშტარიას გამოსვლის ის ნაწილი არ მოიწონა, სადაც ამბობს, რომ აფგან მუხთარლიმ გატაცებისას სამი მანქანა გამოიცვალა და რომ ჩანაწერები წაშალეს. თალაკვაძე დაინტერესდა, ელენე ხოშტარიას აღნიშნულის თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია აქვს, თუ ეს მისი გამოსვლის რიტორიკული ნაწილი იყო: „მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდ იყოს განხილული თუ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაზე ვსაიბობთ. სამწუხაროდ, იყო ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები და მცდელობა, რომ ეს საქმე მთლიანად პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო.მისველსამები თქვენს გამოსვლასი იმ ხაზსს, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი პირველ რიგში, მხოლოდ შემდეგ შეიძლება ამას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვეს. თქვენს გამოსვლაში მტკიცებით ფორმაში თქვით, მანქანიდან მანქანაში გადასვეს, სამჯერ და ასევე მტკიცებით ფორმაში თქვით, რომ ჩანაწერები წაშალეს, მაინტერესებს ამაზე კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რომ ეს მოხდა, თუ ეს თქვენი გამოსვლის რიტორიკული ნაწილი იყო.რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ამ საკითხებზე, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შემქნას ითხოვთ, უკვე მტკიცებით ფორმაში უნდა დავიწყოთ საუაბრი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)