13:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 10:39:01, 1752 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის ცემაში ე.ნ. დამნაშავედ სცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის  22 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ რუსთავში, ე.ნ.-მ საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ორსულ მეუღლეს ყელში წაუჭირა ხელი, წააქცია იატაკზე და  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მრავლობითი დაზიანება და ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ე.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქალაქ რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 1 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics