|
2018-02-22 17:28:36, 2033 ნახვა
კომენტარი
ირმა ცირამუა: თავშესაფრის მაძიებელთა 80% გერმანიაში კრიმინალს ჩადის
ორგანიზაცია "ფრონტექსის" მონიტორინგის ჯგუფის წევრის ირმა ცირამუას განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა 80% გერმანიაში კრიმინალს ჩადის. როგორც ცირამუამ აღნიშნა, მოქალაქეებს თავიდანვე უხსნიან, რომ მათი მოთხოვნა თავშესაფართან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდება და ქვეყნის ტერიტორია 3 თვის განმავლობაში უნდა დატოვონ. თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები ამ წესს არ ემორჩილებიან. "ძირითად მასას, ვინც ჩადის გერმანიაში ყველას უნდა დარჩენა. როდესაც თავშესაფარი უკვე აძლევს ინფორმაციას, რომ მათ უნდა დატოვონ ქვეყანა, ამ ინფორმაციას თან მოსდევს გაფრთხილება, რომ "ან თქვენი სურვილით დატოვებთ ქვეყანას თუ არადა ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში იქნებით ამ ქვეყნიდან გაძევებული“. ადამიანს აქვს უფლება გადაწყვიტოს, მაგრამ არავინ მიდის მაგ გადაწყვეტილებამდე. კრიმინალი არის ძალიან დიდი, იმიტომ, რომ ადამიანი მიდის იმ ფიქრით, რომ იმ ქვეყანაში რაღაცას მიაღწიოს. თუმცა როდესაც შესაბამისი განათლება არ გაქვს და პირობები არ გაქვს, რა თქმა უნდა წარმატებას ვერ აღწევ და მათთვის ალბათ, ყველაზე მარტივი გზა არის - სხვა ნაბიჯის გადადგმა. ძირითადი უკან გამოშვებული პიროვნებები - 80% შეიძლება იყოს კრიმინალური. ყველამ იცის ეს და პოლიციას მიჰყავს აეროპორტში, სადაც გამოყოფილია სპეციალური ადგილი. იქ ხდება ყველაფრის შემოწმება", - განაცხადა ცირამუამ "იმედის" ეთერში. შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათი გამოძევების მიზეზი ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობების დარღვევა გახდა. „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია. უკან გამოაბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვია ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ შსს-ში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)