|
2018-02-22 17:17:22, 2213 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 16 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის თავისუფლება და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, განსაკუთრებით რეგიონებში, ამას ვადასტურებთ იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, კომპანია „აჭარა ტექსტილის" ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე დამტკიცებულია 335 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 815 მლნ ლარზე მეტია, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა კი 419 მლნ ლარს აჭარბებს. „დღეს არსებული სტატისტიკით, „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ხელშეწყობით 13 300 მეტი ახალი სამუშაო ადგილი იქმნება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ციფრებს დღეს კიდევ 3000 ადამიანი დაემატება, რომლებიც არიან ამ საწარმოს მთავარი მამოძრავებლები, რადგან ქმნიან ხარისხიან, კონკურენტუნარიან პროდუქტს. მე მინდა განსაკუთრებულად მივესალმო ახალი საწარმოს ყველა თანამშრომელს და ვუსურვო მათ წინსვლა და წარმატებები - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შპს "აჭარა ტექსტილი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფინანსური და ინფრასტრუქტურული კომპონენტით სარგებლობს. შესაბამისად, საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფოსგან კომპანიას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა მიწის ნაკვეთი, ხოლო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის მოცულობა 9 200 000 ლარს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 1 600 000 ლარია. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 38 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ზემოთხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 მლნ ლარია. (NS)
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
გადაწყვეტილება მიღებული არაა, ვმსჯელობთ – სალია რუსთავის N6 ციხის უფროსის გათავისუფლებაზე
თენგო თევზაძე - ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო
თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)