|
2018-02-22 16:47:11, 1431 ნახვა
კომენტარი
ფადი ასლი: ომეგა ჯგუფმა საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო, ხელისუფლებაზე უსამართლო თავდასხმები დაიწყო
„ომეგა ჯგუფმა საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო, ხელისუფლებაზე უსამართლო თავდასხმები დაიწყო“, - ასე აფასებს საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი „ომეგა ჯგუფის“ მიერ ბოლოდროინდელ განცხადებებს. ფადი ასლის თქმით, ომეგა ჯგუფის ბრალდებები ბავშვურია და მას არავინ დაიჯერებს: „ომეგა ჯგუფმა ხელისუფლებაზე საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო, უსამართლო თავდასხმები დაიწყო. ეს იგივეა, რომ ვიღაცა, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს,ბანკში მივიდეს დასაყაჩაღებლად. როდესაც პოლიცია შეაჩერებს, თავის პრობლემებში პოლიცია დაადანაშაულოს. ეს ბრალდებები ბავშვურია, არ არის სანდო, ვფიქრობ, ვისაც ერთი გრამი ტვინი აქვს თავში, მსგავსს არაფერს დაიჯერებს“,-განაცხადა ფადი ასლიმ. შეგახსენებთ, თამბაქოს მწარმოებელი ომეგა ჯგუფი, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ აფინანსებს, ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ომეგა ჯგუფზე ზეწოლა „ იბერიას“ ფინანსურ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის. ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტების სახელით, რამდენიმე დღის წინ განცხადება ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა გააკეთა: „ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია ომეგა დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც ტელეკომპანია იბერიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს, - აღნიშნავენ „იბერიაში“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)