|
2018-02-22 16:31:57, 1856 ნახვა
სამართალი
კალათბურთის გარიგებულ მატჩებზე ბრალდებულმა მწვრთნელებმა და მსაჯებმა თავი დამნაშავედ ცნეს
კალათბურთის გარიგებულ მატჩებზე ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნეს. საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელმა, ვაჟა კვარაცხელიმ, ამავე კლუბის თანამფლობელმა, თემურ დათიკაშვილმა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებმა - ზაზა მაჩალაძემ, ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარეს. აღნიშნულის შემდეგ პროკურატურამ და დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმებას მიაღწიეს. ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. მოსამართლე შორენა გუნცაძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილის და ზაზა მაჩალაძეს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, რის შემდეგაც 1-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედებათ. ამასთან, მათ 5 ათას ლარიანი ჯარიმაც დაეკისრათ. რაც შეეხება კიდევ ორ ბრალდებულს - ირაკლი და დავით ბერიშვილებს, ისინი 2-წლიან პირობით მსჯავრს მოიხდიან. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით 5 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა ბერიშვილებსაც მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა,რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის,ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)