|
2018-02-22 14:47:13, 1644 ნახვა
საზოგადოება
აგროსაწარმოებზე გადაღებული ფილმების კონკურსი „ჩემი ამბავი“ დასრულდა
აგროსაწარმოებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში „ჩემი ამბავი“ ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ გადაღებულმა ფილმებმა გაიმარჯვა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფილმი პლასტმასის ყუთების საწარმოზე „აგროექსპორტი“, ხოლო თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ინდმეწარმე მარინა აკოლაშვილის სამაცივრე მეურნეობაზე გადაიღეს. რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის კონკურსი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) სტაჟირების პროგრამის ეგიდით, ერთი წელია მიმდინარეობდა. კონკურსის პირობა USAID/REAP-ის ფარგლებში დაფინანსებულ აგროსაწარმოებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება იყო. კონკურსში სულ ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა - ბათუმის, ქუთაისის, გორის, სამცხე-ჯავახეთისა და თელავის. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი დაგლას ბოლი, ტელეკომპანიის „იმედი“ წამყვანი ნანიკო ხაზარაძე და სააქციო საზოგადოების „ტრაქტორი“ დირექტორი მარკ ვან ემბდენ ანდრესი. გამარჯვებულმა სტუდენტებმა რეგიონულ ტელევიზიებში 3 თვიანი სტაჟირების გავლის დაფინანსება მოიპოვეს. კონკურსი მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის თემით დაინტერესებული ახალგაზრდა ჟურნალისტების წახალისებას. (NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)