|
2018-02-22 13:09:42, 1883 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მთავრობებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა დარგების განვითარებისთვის. სწორედ ამ გზით მივდივართ ბოლო წლებია. საქართველო თანამიმდევრულად ატარებს აღნიშნულ პოლიტიკას და ახორციელებს ინვესტიციებს, რომლებიც დარგების ზრდასა და ქვეყნის განვითარებას იწვევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ უზრუნველვყავით მაქსიმალურად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო დაბალი გადასახადებითა და გავამარტივეთ რეგულაციები. ამასთან, განსაკუთრებული ძალისხმევით ვმუშაობთ ჩვენი სატრანსპორტო ქსელებისა და მათი ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ინვესტირება განვახორციელეთ აეროპორტებში და ყველა ზომა მივიღეთ აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ჩვენ დავნერგეთ ე.წ. „ღია ცის" პოლიტიკა, რითაც ბაზარი ღია გავხადეთ და ყველა მსურველს მივეცით საშუალება ესარგებლა ამ პრივილეგიით. მოხარული ვარ, რომ თამამად შემიძლია გითხრათ - ამგვარმა მიდგომამ უკვე გამოიღო შედეგი და მომავალშიც მოგვიტანს სარგებელს. თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა. გვიხარია და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რეგულარულად ინიშნება ფრენები ახალი მიმართულებებით, ხოლო არსებული ფრენების სიხშირე კი იზრდება," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც წელს საქართველოს დედაქალაქი თბილისი მასპინძლობს, მსოფლიოს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.
(NS)
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
გადაწყვეტილება მიღებული არაა, ვმსჯელობთ – სალია რუსთავის N6 ციხის უფროსის გათავისუფლებაზე
თენგო თევზაძე - ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)