16:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 13:07:26, 1713 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: თბილისის ფორუმზე ახალი მარშრუტების განვითარებას ჩაეყრება საფუძველი

თბილისის ფორუმზე საფუძველი ჩაეყრება ახალი მარშრუტების განვითარებას, რაც ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო დააკავშირებს, - ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნული ფორუმის საიუბილეო მე-15 ღონისძიებას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, მსოფლიოს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. აღნიშნული მასშტაბური ფორუმი ყოველწლიურად ევროპის რომელიმე ქვეყანაში ტარდება.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კავშირების გაღრმავებაში, ხელს უწყობს ადამიანებსა და ბიზნესებს მოიძიონ ახალი დანიშნულების ადგილები დასვენებისა და ბიზნეს-საქმიანობისთვის, ეხმარება ქალაქებსა და ქვეყნებს ტურისტების მოსაზიდად უფრო ეფექტური და ხელსაყრელი გზები მოიძიონ.

„საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს დიდი ისტორიის მქონე და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან. ვინაიდან გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას მიზიდულობის ცენტრად აქცევს, საჰაერო მიმოსვლა სულ უფრო ფართოვდებოდა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით და ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. საერთაშორისო რუკაზე ისეთი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა, როგორიც საქართველოა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან ასეთი ქვეყნები ხელს უწყობს საჰაერო მიმოსვლის ზრდასა და ზოგადად, საავიაციო მრეწველობის შემდგომ განვითარებას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერი მიესალმა ფორუმში მსხვილი საავიაციო კორპორაციების მონაწილეობას და იმედი გამოთქვა, რომ მისი მსვლელობისას შესაძლებელი გახდება ახალი შესაძლებლობების განვითარება და შეთანხმება საინტერესო მარშრუტებზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics